გეგუთის ციხე-სასახლის ბედი
როცა უნიკალური კულტურული ძეგლი არ გვხვდება არც გზის მაჩვენებლებში და არც ტურისტულ რუკებზე, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – ეროვნულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ნელ-ნელა უფერულდება. გეგუთის ციხე-სასახლე, რომელიც ქართველ მეფეთა ზამთრის რეზიდენცია იყო, დღეს ტურისტებისთვის ძნელად ხელმისაწვდომია. არქიტექტურული და ისტორიული ღირებულებების მიუხედავად, ძეგლის მოუვლელი ინფრასტრუქტურა ამ ტურისტულ ატრაქციას ნაკლებად მიმზიდველს ხდის, შესაბამისად, გიდები მას ტურისტებს აღარ სთავაზობენ.
რა პრობლემების წინაშე დგას ეს ისტორიული შენობა და როგორია მათი მოგვარების გზები? – ირმა ჭოლაძე და დავით ლორთქიფანიძე დეტალებით #მოამბერეგიონები