გეგმიური აცრების მაჩვენებელი

ქვეყანაში სეზონური ვირუსების აქტიურმა გავრცელებამ ბავშვების გეგმიური ვაქცინაციის შემცირება გამოიწვია. ამას კი, შესაძლოა მომავალში სხვადასხვა საშიში ინფექციის გააქტიურება მოჰყვეს. ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, შვილების გეგმიური აცრები არ გადადონ, ხოლო თუ ვაქცინაცია სათანადო ვადაში ვერ ხერხდება, აცრა ბავშვს მოგვიანებით, აუცილებლად გაუკეთონ. პანდემიის პერიოდში ჩავარდნილ გეგმიურ აცრებს უკავშირებენ მედიკოსები ბოლო წლებში წითელასა და ყივანახველას შემთხვევების მატებას და არ გამორიცხავენ, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს თუ იმუნიზაციის ვადები მკაცრად არ იქნება დაცული.

როგორ უნდა ჩატარდეს სეზონური ვირუსების პიკურ პერიოდში ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია და რა შემთხვევებში დაიშვება გამონაკლისი – ექიმების რეკომენდაციები თამარ ნადარეიშვილმა მოისმინა.