გედევან ფოფხაძის განცხადება - შეფასებები

გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ნეპალში განვითარებული მოვლენების წინაპირობებს საქართველოში „ქართული ოცნება“ ქმნის“. „პალიტრანიუსის“ ეთერში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა „ქართული ოცნების“ წევრების ფიზიკურ განადგურებაზე ისაუბრა. ფოფხაძის თქმით, სახელისუფლებო გუნდის წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის ბენზინის გადასხმა და ცეცხლის წაკიდება არ ეწყინება. ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. „ქართული ოცნების“ წევრები გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გმობენ და მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის მუქარისშემცველი რიტორიკით ოპოზიცია ძალადობას ახალისებს. საკითხს ეხმაურებიან ოპოზიციაშიც.