შიმშილობის 34-ე დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. შიმშილობა ასევე შეწყვიტეს პარლამენტთან მოშიმშილე სხვა პირებმაც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ. მოშიმშილეებს შიმშილობის შეწყვეტისკენ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მიმართა. ის პარლამენტთან მივიდა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე პირმა შიმშილობა 28 ოქტომბერს დაიწყეს.