გედევან ფოფხაძე პარტიიდან წასვლას ადასტურებს

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს, თუმცა პარტიის ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას ადასტურებს გედევან ფოფხაძეც. ოფიციალური განცხადების გაკეთებას დეპუტატი ორშაბათს გეგმავს, თუმცა მანამდე, განმარტებებს „მოამბესთან“ აკეთებს და აცხადებს, რომ გუნდიდან მხოლოდ მოსამართლეების მიზეზით არ მიდის.

გედევან ფოფხაძე საგანგებოდ ემზადება ბრიფინგისთვის და აცხადებს, რომ უკვე ორშაბათს ყველაფერს დეტალურად ახსნის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა, გუნდისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.