გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საშუალო წნევის გაზსადენის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და ის საკმაოდ დაზიანებული იყო.

დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის აღნიშნული მილსადენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია.  ამიტომ კომპანია „თბილისი ენერჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი  გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, თბილისის მერიასთან ერთად ძველი და ამორტიზებული ქსელის შეცვლის სამუშაოები ტარდება. 1300 მეტრის გაზსადენი სრულად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდება.