გაზსადენის მშენებლობა

დედაქალაქში გაზმომარაგების ქსელის ყველაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულებისაა და წლის ბოლოსთვის დასრულდება. ნაძალადევის რაიონში ქსოვრელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და კომპანია თბილისი-ყაზტრანსგაზის ხელმძღვანელობამ დაათავლიერეს. კომპანია 23 ათასი მეტრის გაზსადენის მშენებლობას ახორციელებს. მათი გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება აღნიშნული ტერიტორიის მაცხოვრებლების შიდა გაზგაყვანილობას და 8500 აბონენტს მრიცხველები გარეთ დაუმონტაჟდებათ.