გაზსაცავის მშენებლობა

პოლიტიკურ გზავნილებთან ერთად ანგელა მერკელის ვიზიტი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერითაც დასრულდა.

სწორედ გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მასშტაბურ პროექტზე მუშაობა იწყება. საუბარია გაზასაცავზე, რომლის მშენებლობა ვაზიანში 2022 წელს უნდა დასრულდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაზმომარაგების შეფერხების შემთხვევაში ქვეყანას ბუნებრივი აირის მარაგები ექნება და კრიზისულ სიტუაციაში მოსახლეობას ბუნებრივ აირს მაინც მიაწვდის.

პროექტს, რომელმაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, გერმანული მხარე 150 მილიონი ევროთი აფინანსებს.

დატოვე კომენტარი