გაზრდილი ტვირთბრუნვა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. სხვადასხვა ქვეყნისკენ რუსეთის ან უკრაინის დერეფნებით მოძრავი ტვირთების დიდი ნაწილი, ახლა უკვე საქართველოს გავლით მოძრაობს. თუმცა გაზრდილ ტვირთბრუნვას გამოწვევებიც ახლავს – გადამზიდავებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან რიგებში უწევთ დგომა. პრობლემის მოსაგვარებლად, ექსპერტები შესაბამის უწყებებს პრევენციული ზომების მიღებისაკენ მოუწოდებენ.