გაზრდილი ტვირთბრუნვა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში

მსოფლიო გეოპოლიტიკური დაძაბულობა და საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ახალი გზების ძიება, საქართველოს გლობალური მასშტაბით, უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ აქცევს. ტვირთების გადაზიდვისთვის უსაფრთხო და მოსახერხებელ ალტერნატივად, საქართველოს სულ უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც, ბოლო წლებში ჩვენს დერეფანში მკვეთრად მზარდია, როგორც გენერალური ტვირთების, ისე საბორნე გადაზიდვების მოცულობა. მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში, საზღვაო ნავსადგურებში 188 ათას ერთეულზე მეტი კონტეინერი გადამუშავდა. ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინია, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, შესაბამისად, ქვეყანა არაერთი მიმართულებით მუშაობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, რომელიც ქვეყანას დიდი ზომის გემების მიღების საშუალებას მისცემს, აქტიურად გრძელდება მუშაობა, საერთაშორისო გადაზიდვებისთვის საჭირო, საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

საქართველოს მზარდი სატრანზიტო ფუნქცია და დაგეგმილი პროექტები, თეონა მაჭარაშვილის რეპორტაჟში #მოამბე