გაზრდილი ტვირთბრუნვა

მკვეთრად გაზრდილი სატრანსპორტო გადაზიდვების ფონზე ქვეყანას ინფრასტრუქტურული გამოწვევები აქვს.

უკრაინის ომის და გაუარესებული უსაფრთხოების შედეგად საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მაჩვენებელი ყველა მიმართულებით არის გაუმჯობესებული, განსაკუთრებით საზღვაო გადაზიდვების კუთხით. თუმცა, თავი იჩინა ახალმა პრობლემამ – გაზრდილი ტვირთბრუნვის შეფერხებულმა მომსახურებამ და საკონტეინერო ტვირთის დაყოვნების დრომ. გადამზიდ კომპანიებს ტერმინალებში ლოჯისტიკური პროცესების გაჭიანურების პრობლემა აწუხებთ.