გაზრდილი ტურისტული ნაკადი

15:30, 20.10.2026

საქართველოში 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 474 ათასამდე ვიზიტი დაფიქსირდა. ზრდა გასული წლის სამ კვარტალთან შედარებით 20%-ია. ვიზიტების რაოდენობასთან ერთად, გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლები. 9 თვეში საქართველომ ამ ქვეყნებიდან 665 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, 29 პროცენტით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მსგავსი