გაზრდილი სავალუტო რეზერვები
რეზერვების რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი – გასული წლის ბოლო თვის მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა.
დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ექვს მილიარდ 160 მილიონი დოლარი შეადგინა. სპეციალისტები მონაცემების მკვეთრად გაუმჯობესებას ეკონომიკური ზრდის ტენდენციით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით და ეროვნული ბანკის ფრთხილი მიდგომებით ხსნიან. რეზერვების მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. მონაცემების შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაუმჯობესებას ცენტრალური ბანკი 2026 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს.