გაზრდილი მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში

საქართველო 2025 წელსაც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებად რჩება. ამის დასტურია მგზავრთა ნაკადის რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც წინა წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით 13 %-ით მეტია. აქტიური ტურისტული სეზონის მოახლოებისა და ახალი ავია მიმართულებების დამატების ფონზე, მოლოდინია, რომ წლის დარჩენილი პერიოდშიც ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. ტურისტულ სექტორს ოპტიმისტურ პროგნოზს აეროპორტების გაერთიანების მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებაც უმყარებს, რომლის მიხედვითაც, ქართულ ავიაბაზარზე კიდევ რამდენიმე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა იგეგმება.