გაზრდილი გადაზიდვები
საქართველოს, როგორც უსაფრთხო სატრანზიტო დერეფანს სულ უფრო მეტი ქვეყანა იყენებს. ამაზე მეტყველებს სატვირთო გადაზიდვების რეკორდულად მზარდი მაჩვენებელი. ტვირთბრუნვა გაზრდილია, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო მიმართულებით. 2026 წლის ათი თვის მონაცემებით გადამუშავებულია 17 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. რეკორდული მონაცემები ფიქსირდება მგზავრთა გადაყვანის კუთხითაც, იანვრიდან ოქტომბრამდე საქართველოს აეროპორტები თითქმის 7,5 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ. რაზე მიანიშნებს მზარდი ინტერესი – სპეციალისტები შუა დერეფნის ეფექტზე ამახვილებენ ყურადღებას და კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს პროგნოზირებენ.
საქართველო როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი და გაზრდილი ტვირთბრუნვის გავლენა ეკონომიკაზე – ნახეთ მარიამ აფციაურის რეპორტაჟში.