გაზრდილი ავტოპარკი და საცობების პრობლემა

საცობები თბილისში და მსუბუქი ავტომობილების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე მილიონ ნახევარს აჭარბებს.

განსაკუთრებული დატვირთვა თბილისზე მოდის, სადაც რამდენიმე დღის წინ მოძრავი მსუბუქი ავტომობილების დღიური რეკორდი დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის საკმაოდ დიდი ნაწილი, მოკლე მარშრუტზე გადაადგილებისთვის გამოდის. ამ გარემოებას ექსპერტები საცობების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ.

რა უნდა გაკეთდეს საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც წლებია დედაქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის მთავარი გამოწვევა – ნახეთ მარიამ აფციაურის და ზაზა შუკვანის სიუჟეტი.