რუსული „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას პირველი იანვრიდან შეუწყვეტს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია მოლდოვას მიერ ხელშეკრულების დარღვევისა და დავალიანების დაფარვაზე უარით. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო არბიტრაჟს მიმართოს. როგორც დორინ რეჩანმა სოციალურ ქსელში დაწერა, „გაზპრომის“გადაწყვეტილება ადასტურებს კრემლის განზრახვას, რომ დნესტრისპირეთის რეგიონის მცხოვრებლები ზამთარში სინათლისა და სითბოს გარეშე დატოვოს. მისივე თქმით, მოლდოვის მთავრობა „არ ცნობს რაიმე სავარაუდო ვალს, რომელიც საერთაშორისო აუდიტმა ბათილად ცნო“. მისივე თქმით, ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც კრემლის გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნება.