გაზმომარაგების პრობლემა თბილისში

თბილისში,  ვაკისა  და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის აღდგენის პროცესი  გრძელდება. „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც, შესაძლოა, იყოს.
გაზის მიწოდების გაჭიანურება კი, მათი განმარტებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და მრავალბინიან კორპუსების ადგილზე შემოწმებას უკავშირდება, რათა ტექნიკური ჯგუფი დარწმუნდეს მოსახლეობას ღიად არ ჰქონდეს დარჩენილი გაზის ონკანები.
„თბილისი ენერჯის“ კუთვნილი ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი ორი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ რაიონებს გაზი არ მიეწოდებათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ცენტრალური გაზსადენი, სავარაუდოდ, „მესამე პირის“ მიერ დაზიანდა.