გაზით მოწამვლის ფაქტი გურჯაანში

გაზით მოწამვლის ფაქტი გურჯაანში. ერთ-ერთ თონეში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ამ დროისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ, თუმცა, იგეგმება მათი გადაყვანა თბილისში.

წინასწარი ვერსიით, 60 და 35 წლის მამაკაცები ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. მამა-შვილი თონეში მცხობელად მუშაობდა.

დატოვე კომენტარი