გაზის სისტემების უსაფრთხოება

მხუთავმა აირმა კიდევ სამი ადამიანი იმსხვერპლა.

წინასწარი დასკვნით, ზესტაფონში დედის და ორი მცირეწლოვნის გარდაცვალების მიზეზი ოთახში „ცეოს“ დაგროვება გახდა. სპეციალისტები მომწამლავი ნივთიერების დიდი რაოდენობის კონცენტრაციას კუსტარულად დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებს უკავშირებენ. კიდევ ერთი უბედური შემთხვევის და მოახლოებული ზამთრის სეზონის ფონზე, კიდევ უფრო აქტიურდება ბუნებრივი აირის მოწყობილობების უსაფრთხოების საკითხი.

წლის დასაწყისში მომხდარი ტრაგიკული ფაქტების შემდეგ სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები ამ დრომდე ფურცელზე რჩება.