გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები

უბედური შემთხვევა მოხდა ნაძალადევის რაიონში. გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, მისი ძმა კი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს.

წინასწარი მონაცემებით, მომწამლავი ცეო-ს დაგროვება გაზის მოწყობილობამ გამოიწვია. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ ზაფხულში ჩატარებული შემოწმების დროს სახლში აღმოჩენილი გაზის სამივე მოწყობილობა ჩაიხსნა, თუმცა მეპატრონემ კუსტარულად ხელახლა დაამონტაჟა. მსგავსი ფაქტების გახშირების მიუხედავად, იგვიანებს იმ კანონპროექტის ამოქმედება, რომელიც ურჩი აბონენტების მიმართ სხვადასხვა სანქციას გულისხმობს.