ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს, რათა ზამთრის საჭიროებებს გაუმკლავდეს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება საბერძნეთში დღეს დაგეგმილ ვიზიტამდე გააკეთა, საიდანაც ის საფრანგეთსა და ესპანეთში გაემგზავრება. ზელენსკის თქმით, უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რითაც უკრაინის საავიაციო ძალებს გააძლიერებს. შეთანხმება ხვალ, მისი საფრანგეთში ვიზიტის დროს გაფორმდება.