გაზის გამათბობლების უსაფრთხოება – სპეციალისტების გაფრთხილება

22:03, 29.10.2026

გაზის გამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ.

ტემპერატურის ვარდნასთან და ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზის მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი აქტიურდება. იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევაში უბედური შემთხვევები კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარებს და თვითნებურ ჩარევებს უკავშირდება, მთავარი მოწოდება და გაფრთხილებაა, რომ სამონტაჟო პროცესისთვის სპეციალისტებს მიმართონ და თვითნებური დაერთებისგან თავი შეიკავონ. აბონენტებს ასევე სთხოვენ, რომ ნებისმიერი ხარვეზის და ეჭვის შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიას დაუკავშირდნენ და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად შესაბამისი მოწყობილებები სპეციალისტებს შეამოწმებინონ. განსაკუთრებული აქცენტი იმ მოქალაქეებზე კეთდება, რომლებიც ბინებს ქირაობენ. ამ კატეგორიისთვის სპეციალური სერვისია გათვალისწინებული.

მსგავსი