გაზის აფეთქება მუხიანში – უსაფრთხოების რეგულაციები
რამდენად აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს ქვეყანაში არსებული ბენზინ და გაზგასამართი სადგურები? საკითხის გააქტიურება დღეს დილით მუხიანში მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია, რა დროსაც გაზგასამართ სადგურზე მდგომ თხევადი აირით დატვირთულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა მისი ჩაქრობა მალევე მოხერხდა, საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოებაზე და რამდენად ხარისხიანად მოწმდება აირის გადამზიდავი ავტომობილები – მარიამ აფციაურის რეპორტაჟი.