გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ 2019 – 2021 წლებში გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯება. შედეგად კი, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი გაზიფიცირებული იქნება, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა.

იმსჯელეს მთიანეთში არსებულ ვითარებაზეც. უკვე ცნობილია, რომ სპეციალური პროგრამის მომზადება იგეგმება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას გაითვალისწინებს.