გაზიანი სასმელების მოხმარების რისკები მოზარდებში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები შაქრის შემცველ პროდუქციაზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ.
მთავარი რეკომენდაციაა, რომ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომობა შემცირდეს. დიაბეტის და ჭარბწონიანობის გაზრდილი სტატისტიკის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად სწორედ გაზიანი და შაქრის მაღალი შემცველობის სასმელები სახელდება. საკუთარ რეკომენდაციას ექსპერტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებითაც ამყარებენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთ წინადადებად პროდუქციის მწარმოებლებზე გადასახადების გაზრდა და გამაფრთხილებელი სპეციფიკური ეტიკეტირების დანერგვა სახელდება. უწყება ინიციატივის განსახილველად მზად არის.