„გაზაფხულის ზღაპარი“ - თენგიზ ჭოლოკავას გამოფენა

აბსტრაქციით გამოხატული შინაგანი სამყარო და ემოციები – ახალგაზრდა მხატვარი თენგო ჭოლოკავა საკუთარ შემოქმედებას საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს.

ექსპოზიციას „გაზაფხულის ზღაპარი“ ჰქვია და ის გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.

მძიმე ყოველდღიურობიდან გამომდინარე მხატვარი პოზიტივზეა ორიენტირებული და ცდილობს საკუთარი ნამუშევრებით დამთვალიერებელში დადებითი ემოციები გამოიწვიოს. შესაბამისად ყველა ნახატში ნათელი ფერები ჭარბობს.

გამოფენა გალერეა ცხრაში, ხვალიდან თვის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.