გაყოფილი პოზიციები „ნაციონალურ მოძრაობაში“

ბათუმში მომხდარი ინციდენტის არანაკლებ ხმაურიანი გაგრძელება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის პლაკატით. საუბარია ქალბატონზე, რომელმაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და მის მეუღლეს, ექს-პრეზიდენტის ტრანსფარანტის დახევაში დასდო ბრალი. ფაქტს სამარცხვინო და პარტნიორი პარტიის ლიდერის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია უწოდა ნიკა მელიამ, რომელმაც მისივე პარტიის მხარდამჭერი მოქალაქის გუშინდელ ქცევაში „ნაციონალური მოძრაობისგან“ საფრთხობელას შექმნის წინაპირობა დაინახა. მსგავს შეფასებას უმძიმესი რეაქციები მოჰყვა პარტიის ელექტორატის იმ ნაწილისგან, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ბრძოლას მიიჩნევს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პოზიცია ცალკეულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც დაუწუნეს. გუშინდელი ინციდენტის შეფასებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა კითხვა – გაყოფილია თუ არა ყოფილი მმართველი პარტია მელიას და სააკაშვილის მხარდამჭერებად.