გაყინული ხეხილის ბაღები გორში

21:21, 27.04.2025

ძლიერმა ყინვამ შიდა ქართლში თითქმის ყველა კურკოვანი ხეხილი ბაღი გააფუჭა. გლეხებმა და ფერმერებმა ყინვასთან ბრძოლის სხვადასხვა ხერხს მიმართეს. უმრავლესობამ დათბუნებისთვის და ყინვის დაწევისთვის, ცეცხლი დაანთო. თუმცა უშედეგოდ. ტემპერატურის საჭირო ნიშნულამდე აწევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. გლეხების მიერ დანთებულ ცეცხლს რეგიონში დაკვამლიანებაც მოჰყვა, რადგან ცეცხლისთვის რეზინის საბურავები გამოიყენეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი სტიქიური მოვლენის დროს, ზარალის ანაზღაურებას დაზღვევა არ ითვალისწინებს. რეგიონში ასეთი ყინვა ბოლოს 7 წლის წინ იყო.

რა პრევენციები არსებობს ყინვისგან დაცვისთვის და როგორ უნდა მოიქცნენ გლეხები, – ნახეთ ნინო ფისაძის, ნატა ტაბიძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟში #მოამბერეგიონები  

მსგავსი