გავრცელებული წერილი – შეფასებები
ისევ შეფასებების თემაა საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ წაკითხული განცხადება. მიზეზი ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც ტექსტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფებისა და დაკავებული დემონსტრანტების ოჯახების სახელით ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა წაიკითხა, „პრაიმ ტაიმმა“ ცოტა ხნით ადრე ინგლისურ ენაზე გაავრცელა და მის ავტორად ევროკავშირის მაღალჩინოსნები დაასახელა.
მმართველი გუნდისთვის მედიით გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ოპონენტები უცხოეთიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ.