გავრცელებული ფაილები და პოლიტიკური შეფასებები

ფარული მასალები და ჩანაწერები წინასაარჩევნო დღის წესრიგის მთავარ თემად რჩება.

პოლიტიკური დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები უკიდურესად მწვავდება. სუს-ის ყოფილი თანამშრომლის სახელით გავრცელებული ათასობით წერილობითი ფაილის საქმეზე მთელი დღეა პროკურატურაში გამოკითხვები მიმდინარეობს. იბარებენ იმ მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რომლებსაც მითითებული მასალები გაუგზავნეს. ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომას და პარლამენტში საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. სავარაუდო ფარული მიყურადების ამსახველი ფაილების საქმეზე ხელისუფლების მწვავე რიტორიკის სამიზნე ხდება გიორგი გახარიას პარტიაც. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ სასულიერო პირების სატელეფონო კომუნიკაციასა და პირად ურთიერთობებზე გავრცელებული მასალების კვალი ყოფილი პრემიერის გუნდამდე მიდიოდეს. კეთდება პირდაპირი მინიშნებები კონკრეტულ ადამიანებზე.

დატოვე კომენტარი