გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ირაკლი მელაშვილი ეხმაურება

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება პარლამენტის ყოფილი წევრი, ირაკლი მელაშვილი: „სამარცხვინოა, როცა ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ანონსს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ვერც ვერაფერი გადაიაზრა და არც არაფერს შეცვლის თუ კი, ღმერთმა დაიფაროს და, ხელისუფლებაში მობრუნდა! თუკი საზოგადოება და მითუმეტეს ომბუდსმენი, მსჯელობას იწყებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე, მეტიც, სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე რეაგირებისკენ, გამოდის, რომ ამ უზნეობის ჩამდენმა მიზანს მიაღწია! არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში, რომელი დაჯგუფების წარმომადგენელი ჩაიდენს თუ რომელს შეეხება ეს უწესობა“– აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

მოამბე