გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო

ტვ-პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერები გამოძიების შესწავლის საგანი ხდება. უნდა დადგინდეს, ავთენტურია თუ არა მასალები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრების ჩაწერა-მიყურადების და ჩანაწერის უკანონოდ გამოყენება-გავრცელების ფაქტებზე აღიძრა. სწორედ ეს მიმართულება გახდა ოპოზიციის პროტესტის მიზეზი. ხელისუფლების ოპონენტები გამოძიებას ჩანაწერების შინაარსით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ალეკო ელისაშვილი კი პარლამენტს საპარლამენტო კომისიის ფორმატში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას სთავაზობს.

მმართველი გუნდის მიერ 2010-11 წლებით დათარიღებული და მათივე მხრიდან დამონტაჟებულ ფაბრიკაციად გამოცხადებული ჩანაწერების საქმეზე სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა.