„გავიგუდე“ - საპროტესტო აქცია რუსთავში 

საპროტესტო აქცია რუსთავში. ადგილობრივი მოსახლეობა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამედ მოსმენით მიღებას ითხოვს და ხელისუფლებას ვადას  არაუგვიანეს 4 მარტამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძრაობა „გავიგუდე“, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, 7 მარტს დამატებით საპროტესტო აქციას გამართავს.

აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ საწარმოო ზონის გადაკეტვაც მოხდეს. მათი განმარტებით, რუსთავში ჰაერს ქალაქის მიმდებარედ არსებული საწარმოები აბინძურებენ, რის შედეგადაც გაზრდილია დაავადებათა მაჩვენებლები. აქცია დღეს რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ამის შემდეგ მონაწილეებმა მსვლელობა საწარმოო ზონისკენ მოაწყვეს.