„გავიგუდე“ - აქცია-პერფორმანსი რუსთავში

რუსთავში აქცია-პერფორმანსი გაიმართა სახელწოდებით – „გავიგუდე“.

აქცია ეკოლოგიის თემატიკას მიეძღვნა. პერფორმანსის ფარგლებში, რუსთავში არსებული ქარხნების მაკეტები წარმოადგინეს. დამონტაჟებულ ეკრანზე კი ამ ქარხნებიდან გამონაბოლქვისა და დაბინძურებული გარემოს კადრები აჩვენეს. აქციას ველომრბოლელები შეუერთდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, რუსთავში დაბინძურებულ ჰაერზე მთავარი პასუხისმგებლობა ქარხნებს ეკისრებათ. დღეს კი , აქციის მონაწილეები უკვე მასშტაბურ აქციას საწარმო „ჯეოსთილთან“ გამართავენ.