გაუქმებული საგადასახადო შეღავათები

ბიზნესსექტორის ნაწილი ფინანსთა მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს. დავის საგანი ხდება ბრძანება, რომლითაც ე.წ. ოქროს სიაში მყოფ მსხვილ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე უმცირდებათ. ცვლილება აქციზური საქონლის იმპორტიორებისთვის დღეიდან შევიდა ძალაში. ბიზნესკომპანიების ნაწილს ვანო მაჭავარიანის გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს და აინტერესებს, რატომ არ შეუთანხმა 2012 წელს გამოცემულ ბრძანებაში შესატანი ცვლილება სამინისტრომ ბიზნესმენებს. მთავრობა ე.წ. ოქროს სიით გათვალისწინებული შეღავათის გაუქმებას ყველა კომპანიის თანაბარ პირობებში ჩაყენების აუცილებლობით ხსნის. თუმცა მინისტრის ნაბიჯმა კითხვები ბიზნესომბუდსმენსაც გაუჩინა.