გაუქმებული რეისები
21 რეისი გაუქმდა თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, თბილისიდან ფრენა გაუქმდა თელ ავივის, შარჟას, დუბაის, აბუდაბის, დოჰასა და ქუვეითის მიმართულებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი გაუქმებულია ოთხი რეისი, ყველა მათგანი თელ ავივის მიმართულებით მიფრინავდა. აეროპორტის თანამშრომლების ინფორმაციით, რეისების აღდგენის დრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.