ვალუტის კურსმა დღესაც დაიწია

ლარმა 2018 წლის ანტირეკორდი მოხსნა.

ეროვნული ვალუტის კურსი დღესაც დაეცა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარი უკვე ორი ლარი და 76 თეთრი ღირს. ბოლოს კურსის ასეთი გაუფასურება 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

სავალუტო ბაზარზე სამი თვის წინ დაწყებული რყევების შემდეგ პირველად ეროვნული ბანკი ვტრცელ განმარტებას აკეთებს და ლარის კურსის დაცემას საარჩევნო პროცესს უკავშირებს. ცენტრალური ბანკი ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და ნეგატიურ მოლოდინებზე მიუთითებს და მოქალაქეების გარდა პოლიტიკოსებსაც მიმართავს.

 

დატოვე კომენტარი