გაუჩინარებული ჟურნალისტი

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის ბურუსით მოცული გაუჩინარების საქმე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

საუდის არაბეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გახიზნული ჯამალ ხაშოგი წლების განმავლობაში იმ უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე წერდა, რომლებიც საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ოთხი თვის წინ დააკავა.

დაკავებული აქტივისტები წლების განმავლობაში საუდის არაბეთში მცხოვრები ქალებისთვის მართვის უფლების მინიჭებას ითხოვდნენ.