გატაცებული იაპონელი გოგონების საქმე

იაპონური ლეგენდებისა და ფოლკლორის შთაგონებით შექმნილი იაპონური მულტიპლიკაციური ფილმი ანიმე გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან მსოფლიოს ახალ ხელოვნებად მოევლინა. ხელით ნახატი პერსონაჟები მოგვიანებით კომპიუტერულმა გრაფიკამ შეცვალა.  არარსებული ცხოველები, კუდიანები, გზააბნეული მოჩვენებები და ადამიანები სახასიათო დიდი თვალებით – ეს ანიმეს განუყრელი და განუმეორებელი ელემენტებია. სწორედ ანიმეს სამყაროდანაა რეალური პერსონაჟი მეგუმი იოკოტა, – იაპონელი გოგონა, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი ქალაქიდან ზუსტად 40 წლის წინ გაუჩინარდა.

რა კავშირშია ამ გოგონას ბედი დონალდ ტრამპის აზიურ ტურნესთან – ქეთი თუთბერიძე გვიამბობს.