რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე დაკავებულები არიან. ისინი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩებიან. სოფელ კოდისწყაროს ორი მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა გუშინ აიყვანეს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. ამ საკითხზე სავარაუდოდ იმსჯელებენ დღეს ერთგენთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ამ წუთებში იწება.