გატაცებული ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა

როგორია ქართველი მეზღვაურების მდგომარეობა. საქართველოს ოთხი მოქალაქე, ამ დრომდე ტყვეობაშია. აფრიკაში გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს, საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი შეხვდა.

მისი ინფორმაციით, უწყება მუდმივ კავშირზეა გემის მფლობელ კომპანიასთან. შეგახსენებთ, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს, შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს. სულ გატაცებულია 10 მეზღვაური.