გატაცებულების საქმე

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, დავით გერკეულისა და ივანე  გუნდიაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმა გადაიხადეს. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ გაიტაცეს.