გატაცება სოფელ ხურვალეთიდან

ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი.

37 წლის ქალი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი ბაღიდან გუშინ აიყვანეს.

ოკუპირებული ცხინვალიდან ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ და მის გასათავისუფლებად ე.წ. ჯარიმის გადახდა მოითხოვეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

დატოვე კომენტარი