გატაცება სოფელ ხურვალეთიდან  

სოფელ ხურვალეთში ე.წ. მესაზღვრეებმა ერთი პირი, ოთარ სამნიაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის მისია.

ამასთან, სოფელ ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრის „სახლი საზღვრების გარეშე“ დირექტორი პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებული შშმ პირია. ლუდა სალიას ინფორმაციით, 33 წლის ოთარ სამნიაშვილი, რომელსაც მეტყველება უჭირს, თავშესაფართან ახლოს დააკავეს.

ახალი კვირა