გატაცება საოკუპაციო ზოლთან

სოფელ რიყედან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი ისევ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს ოკუპანტებმა 21 წლის ტატო ზარქუა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გატაცების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი მეორე დღეა კავშირზე არ გამოდს.

ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, დღის მეორე ნახევრიდან კი გაუჩინარდა. ახლობლები ზარქუასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ტელეფონი გამორთული იყო.

დატოვე კომენტარი