გატაცება საოკუპაციო ხაზთან - რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი დააკავეს

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან. რუსმა სამხედროებმა, ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი დააკავეს. ბესტაევის დაკავების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა.

ბოლოს  საოკუპაციო ხაზის კვეთისთვის მას ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოკუპირებული ცხინვალის ციხე ბესტაევმა ერთი კვირის წინ დატოვა. ის, ეთნიკურად ოსი ეროვნების რვა ოჯახთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. ოჯახების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას სპეციალური, ე.წ საშვებით ახერხებს. ბესტაევს ასეთი ე.წ. საშვი არ ჰქონდა.