გატაცება საოკუპაციო ხაზთან

კრემლის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული მოქმედება.

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ოთხი მოქალაქე გაიტაცეს. უკანონო დაკავების მორიგ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ცხელი ხაზი. ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

რა ვითარებაში მოხდა საქართველოს მოქალაქეების გატაცება, – დეტალებს ნინო ფისაძე არკვევს.