გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

გატაცების მესამე დღე – 28 წლის ზაქრო ბუთხუზის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ ის კვლავ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება. ოჯახს გამოსასყიდის მოთხოვნით ჯერ არავინ დაკავშირებია. სოფელ ქვეშის მკვიდრი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს გაიტაცეს. ის ძმასთან ერთად, სახლის მიმდებარედ ბაღში იმყოფებოდა. ეს ოკუპანტების მხრიდან მისი დაკავების მეორე შემთხვევაა.