გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

ტყვეობით დასრულებული ლაშქრობა. თრუსოს ხეობიდან გაუჩინარებული ხუთი ახალგაზრდა ცხინვალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება. ხეობაში სალაშქროდ 24 აგვისტოს წასული მოქალაქეები რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ყელის ტბის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ. მითითებული ტერიტორიის ერთი ნაწილი კი ოკუპირებულია. საოკუპაციო რეჟიმი ახალგაზრდებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები დაწყებულია. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. უკვე დაკითხეს დაკავებულთა ახლობლები, რომლებსაც ხუთი მეგობრის დაკავების შესახებ გუშინ ღამით შეატყობინეს.

დატოვე კომენტარი